logo
ENG



"გამოვიდა ნარკოზიდან" - ძაღლს, რომელზეც სავარაუდოდ ბლაგვი საგნით იძალადეს, ოპერაცია ჩაუტარდა

25 დეკ 202315:17
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/25/lmh79e7jz9387f8.jpg

ძაღლს, რომელზეც გუშინ, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით იძალადეს, ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც ქირურგის ასისტენტი ჟურნალისტებთან ამბობს, მიუსაფარი ცხოველი ნარკოზიდან გამოვიდა, თუმცა საყურადღებო იქნება შემდგომი პერიოდი.

"ვიეჭვეთ, რომ ეს არის დაზიანებული ხელოვნურად - ეს არ ჰგავს თავში რაღაცის დაცემას, უფრო მეტად ჩარტყმულია. ტვინს მოშორდა კომპრესია, ცხოველი გამოფხიზლდა, გამოვიდა ნარკოზიდან, ეს უკვე ძალიან კარგი ამბავია, თუმცა ვნახოთ შემდეგი პერიოდი როგორი იქნება", - განაცხადა მან.

24 დეკემბერს გვიან ღამით მოქალაქემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ჩანს სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი მიუსაფარი ცხოველი. შემთხვევა ბაღდათში მოხდა.

ძაღლის მპოვნელმა Facebook-ზე დახმარება ითხოვა, რის შემდეგაც, ძაღლი საოპერაციოდ თბილისში გადმოიყვანეს. ამბობენ, რომ ცხოველზე აშკარაა ძალადობის კვალი, რომელიც ბლაგვი საგნითაა მიყენებული. ასევე, სხეულზე აქვს ჭრილობები და ნატყვიარი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის 259-ე მუხლით, რაც ცხოველის წამებას ან სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.


close დახურვა